08:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 14:00:36, 1970 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, საარჩევნო უბანზე დასწრების უფლება აღარ ექნებათ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, საარჩევნო უბანზე დასწრების უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომატიურ ნოტაშია საუაბრი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს უკვე გადასცა.

რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ აშშ-ში მომუშავე რუს დიპლომატებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრების უფლება არ მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის შეფასებით, მსგავსი შეზღუდვა მიუღებელია.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს „საარჩევნო უბნებთან მიახლოება“ აუკრძალა. ზახაროვას მტკიცებით, მოხდა რუსი დიპლომატების დაშინებაც.

რიაბკოვის თქმით, ამერიკულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სამომავლოდ, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ამერიკელ დიპლომატებს დასწრების უფლება მიეცემათ.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო აშშ-ში რუსეთის ოფიციალურ დაწესებულებებზე ზეწოლას ახდენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics