14:10 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 17:59:29, 972 ნახვა

საზოგადოება
საპრივატიზაციო ობიექტების მონაცემთა პირველი ელექტრონული ბაზა შეიქმნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე www.adjara.gov.ge საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა განთავსდა.

ახალი გვერდი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაიგონ ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე არსებული გასაყიდი ობიექტების მდებარეობის, მიწის/შენობის ფართობისა და მათინორმატიული ღირებულების შესახებ.

ამ დროისთვის სისტემა 62 ობიექტის შესახებინფორმაციას მოიცავს, რომლის განახლება სისტემატიურად ხდება და სამომავლოდ მონაცემებსახალი ობექტები დაემატება.

ქონების პრივატიზებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტში უნდა წარადგინონ, სადაც შესაბამისი წინადადების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

საპრივატიზაციო ობიექტების მონაცემთა ბაზის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: http://mofea.ge/privatization/
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

მისამართი: ქ.ბათუმი, მ. კომახიძის 119

ტელ: 27 35 10 (111)

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics