07:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:49:07, 2216 ნახვა

მსოფლიო
კანადის ერთ-ერთ სკოლაში უცნობი პირი მოსწავლეებს თავს დაესხა

კანადის ქალაქ აბდოტსფორდში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში უცნობი პირი უფროსი კლასის ორ მოსწავლეებს თავს ცივი იარაღით დაესხა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC News-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, ინციდენტის შედეგად, ერთ-ერთი გოგონა დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც CBC News-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სკოლაში არ სწავლობდა.

თავდასხმის მიზეზი და მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

თვითმხილველების თქმით, მათ გოგოების ყვირილი გაიგეს, თუმცა მათი დახმარება ვერ შეძლეს. ამასთან, სამარტალდამცველები ინციდენტის ადგილას მალევე მოვიდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics