09:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 15:58:48, 1672 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

2017 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, სადაც საქართველო პირველ საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფოციალურ ვებგვერდზე.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics