05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:27:14, 649 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმლემენტაცია კარგად მიდის

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესით კმაყოფილია.

როგორც აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იმედი აქვს, ზაფხულის დასრულებისთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ  საწვრთნელ ცენტრს გახსნიან. 

აპატურაიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ცენტრი არავისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს და არის სიგნალი იმისა, რომ ნატო გადაწყვეტილებების ერთგულია და საქართველოში წარმოდგენილია.

"არსებითი პაკეტის იმლემენტაციაც საკმაოდ კარგად მიდის.ნატო-ს ჯგუფი იმყოფება საქართველოში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ზაფხულის დასრულებისთანავე, უკვე მზად ვიქნებით, გავხსნათ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ეს იქნება კარგი სიგნალი ჩვენი თანამშრომლობისთვის.ეს არის საქართველოს ცენტრი, საქართველოს ტერიტორია.ნატო- საქართველოს ერთობლივი ცენტრი.ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გასაზრდელად. გავივლით ერთად წვრთნებს.წვრთებს გაივლიან ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნები. ეს არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის. არის სიგნალი ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი გადაწყვეტილებების, რომ ნატო წარმოდგენილია საქართველოში",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics