01:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 18:31:48, 632 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: მანდარინზე ხელის მოკიდება, ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც - მარკირება

„მანდარინზე ხელის მოკიდება, ა ნ რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება“,-ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მარკირების თითზე შესხმის შედეგად განსხვავებული შხეფებია. მინათების შედეგად ჩნდება მხოლოდ ის შხეფები, რომლებიც მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინზე ხელის მოკიდება, ან რაიმე ციტრუსთან შეხება, არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, დღეს დაფიქსირდა ფაქტები, როცა ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება, რადგან აღმოჩნდა, რომ მას მარკირება უკვე ჰქონდა გაკეთებული. ამომრჩეველი კი ირწმუნებოდა, რომ ხელზე კვალი მანდარინის გარჩევისას წარმოიქმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics