11:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:55:52, 2529 ნახვა

სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: არჩევნების მეორე ტურის წინ, შსს მობილიზებულია და არანაირ არეულობას არ დავუშვებთ

არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია და არ დავუშვებთ არანაირ არეულობას, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

"საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს არჩევნების პირველი ტურის მშვიდ ვითარებაში გამართვა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განონაკლიისს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია  გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია და არანაირ არეულობას არ დავუშვებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics