|
2016-10-24 10:37:10, 774 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე წინასაარჩევნოდ შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის სხვადასხვა უბანში მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელების არჩევანი ამჯერადაც პროგრესზე, წინსვლასა და მომავალზე იქნება ორიენტირებული. „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუწოდებთ ზესტაფონელებს, რომ 30 ოქტომბერს აუცილებლად იაქტიურონ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დარწმუნებული ვარ ზესტაფონელები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს და 30 ოქტომბერს საბოლოოდ ეტყვიან უარს წარსულს. მჯერა ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ მომავალს“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)