|
2016-10-22 23:30:21, 827 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მე ვიცი, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უპირატესობით იგებს
მე ვიცი, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უპირატესობით იგებს, - ამის შესახებ დევინილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა. მისი თქმით, განმეორებითი არჩევნები ოთხივე უბანზე მშვიდ გარემოში ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგს მიაღწია ”ქართულმა ოცნებამ” მარნეულში, თუმცა იცის, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვეს. ”აღსანიშნავია, რომ მარნეულში სიმშვიდის გარანტი პოლიციასთან ერთად იყო ადგილობრივი მოსახლეობა, უხუცესები, რომლებმაც თქვეს, რომ არ დაუშვებენ მათ სოფელში იმის გამეორებას, რაც გააკეთა 8 ოქტომბერს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. მე ვიცი, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით იგებს ”ქართული ოცნება”. იმედი გვაქვს, რომ აქაც მოვიგებთ, თუმცა ჯერ ხმის დათვლა არ დასრულებულა და ამიტომ წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ. დარმწუნებული ვარ, ყველა მეორე ტურში გამარჯვება ჩვენი იქნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)