19:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 17:12:25, 2043 ნახვა

სამართალი
ხაშურში ქალმა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა

ქალაქ ხაშურში ქალმა ცივი იარაღით მამაკაცს ორი ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურის აგრარულ ბაზარში მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics