03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:04:59, 564 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა.

ამის შესახებ ნადირაშვილი  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.  შეკვეთილ ავეჯს შორის ბატუტიცაა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა  ქამრების შემოჭერის ინიციატივა მოიწონა და  განაცხადა, რომ ყოველგვარი პირდი კომფორტი უნდა დაივიწყონ.

 "ხსნებული ქამრების შემოჭერა, რაზეც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, რემონტი, ახალი ავეჯი, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას მოიკითხავენ და მოგვიანებით, სავარაუდოდ, განმარტებასაც გააკეთებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics