05:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 22:09:37, 2269 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი: თუ რუსეთის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები გაგრძელდება, სანქციები შენარჩუნდება

თუ რუსეთის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები გაგრძელდება, სანქციები შენარჩუნდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთულია მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან ალეპოში მიმდინარე მოვლენების, სამოქალაქო პირებისა და საავადმყოფოების დაბომბვებზე საუბრის გარეშე.

​„ძალიან რთულია მოლაპარაკებები აწარმოო რუსეთთან ალეპოში მიმდინარე მოვლენების, სამოქალაქო პირებისა და საავადმყოფოების დაბომბვებზე საუბრის გარეშე. დღეს არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და თუ რუსეთის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები გაგრძელდება, სანქციები შენარჩუნდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics