15:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 10:39:58, 668 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპის რეფორმატორებისა და კონსერვატორების ჯგუფის კონფერენციას დაესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის რეფორმატორებისა და კონსერვატორების ჯგუფის კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR)  კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმართება. იგი სიტყვით გამოვა სამდღიანი სამუშაო სესიის  პანელზე, რომელიც ვარშავის სამიტის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აღნიშნულ პანელზე მიწვეულია ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონი მაჩერევიჩი. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მიხეილ ჯანელიძისა და ანტონი მაჩერევიჩის პირისპირ შეხვედრა.

მიხეილ ჯანელიძე ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის (ECR) შეხვედრაზე ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის რიჩარდ ჩარნიცკის პირადი მიწვევით მიემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics