15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 14:00:56, 637 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ ვაპირებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი გიორგი ვაშაძე პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას.

„მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე. ვისაუბროთ ამ საკითხებზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის, რომ არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთ მთავარ გარანტად იქცა იმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მოეპოვებინა. მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტობრივად მიღებული აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ასხივებს იმას, რომ რაიმე სერიოზულ ბრძოლას აპირებს. ვფიქრობ, რომ თვითონ ისინი არიან ხელისშემწყობი ამ პროცესის“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics