12:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:44:04, 595 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ქართულ დელეგაციას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობის ფარგლებში  მონიტორინგის კომიტეტის სხდომა  გაიმართა, სადაც კომიტეტმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან  2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

სხდომის მსვლელობისას ევროპელმა  კოლეგებმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა  ბორის სილევიჩმა, რომელიც  ევროსაპჭოს მონიტორინგის  კომიტეტის მომხსენებელია საქართველოზე,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა  თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში  და ის ყო  გამორჩეულად მშვიდი ყველა იმ საპარლამენტო არჩევნებიდან , რომელიც მანამდე ჩატარებულა ქვეყანაში -რაც სათანადოდ აღნიშნულია ყველა  საერთაშორისო თუ ადგილობრივი  ორგანიზაციების შეფასებებში.

მონიტორინგის კომიტეტის  წევრმა სტეფან შენახმა(ავსტრია) აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ასევე ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრირების მაღალ ხარისხს, რაშიც მისი თქმით განსაკუთრებული როლი მიუძღვით  კომისიის ქალ წევრებს, რაც ასევე წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე  საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  მუშაობას 15 ოქტომბერს დაასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics