|
2016-10-08 17:46:11, 748 ნახვა
საზოგადოება
MDF-ი არჩევნების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს
არჩევნების მიმდინარეობის პროცესში მედია საშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალათ, - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის განცხადებაშია აღნიშნული. „კერძოდ: ნეტგაზეთის ჟურნალისტს დაცვის პოლიციამ გადაღებული მასალის ჩვენება მოსთხოვა და მისი გადაღება აუკრძალა (08:33): თბილისში, მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანში, სადაც ხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მიეცა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ნეტგაზეთის ჟურნალისტებს გადაღებული მასალის ნახვა მოსთხოვა და მიმართა, რომ მისთვის არ გადაეღოთ. რუსთავი 2-ის ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფა მიაყენეს (15:44): ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კურიერის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. ნეტგაზეთის ჟურნალისტი უბანზე არ შეუშვეს (08:37). თბილისის ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 7-დან 8 საათამდე პერიოდში ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, ასევე დამკვირვებლები არ შეუშვეს. უბნის კომისიის თავმჯდომარემ გამოცემას განუმარტა, რომ 7 საათამდე მისული დამკვირვებლები შეუშვეს, შემდეგ კი უბანი 1 საათით ჩაკეტეს. მეგა TV-ს, ონლაინ გამოაცემების "ქუთაისიპოსტის" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს ქუთაისში, სასჯელაღსრულების დაწესებულების #127 სპეციალურ უბანზე რამდენიმე საათი არ უშვებდნენ (13:56): 11:20 საათზე ციხის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ისინი მათთვის გადაცემულ სპეციალურ სიაში არ იყვნენ, ხოლო ცესკოს მიერ გაცემული მოწმობები დედანი არ იყო. ცესკოსთან კომუნიკაციის შემდეგ, 12:20 სთ-ზე ჟურნალისტები ადგილზე შეუშვეს, თუმცა, საარჩევნო უბანზე „ნეტგაზეთის" რეპორტიორს ხმის ჩამწერი და ფოტო კამერა არ შეატანინეს. ფოტოკამერის გამოყენების უფლების შეზღუდვის გამო საიამ კომუნიკაცია დაამყარა სასჯელაღსრულების მინისტრთან, რის შემდეგაც „ნეტგაზეთს" უბანზე ფოტოკამერა შეატანინეს“, - ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებაში. მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს დაცვის პოლიციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე სხვა სუბიექტებს ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში, რათა მათ საარჩევნო პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირება შეძლონ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)