18:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 08:42:05, 804 ნახვა

პოლიტიკა
უსკო-ს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ყველა უბანი დროულად გაიხსნა

უსკო-ს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ყველა უბანი დროულად გახსნა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

ასევე, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია. სრულ მზადყოფნაში არიან საარჩევნო კომისიების წევრები და დამკვირვებლები. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თავმჯდომარე რაიმე გართულებას არ ელოდება.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს; 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით აირჩევენ.

არჩევნებში 15 საარჩევნო სუბიექტი, 76 მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნებისთვის უსკო-ში დამკვირვებლების სტატუსით 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დარეგისტრირდნენ.

აკრედირირებულები არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.

აჭარაში უბნებზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტინს მიიღებს. მწვანე და ყვითელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ცისფერს და ვარდისფერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.

რეგიონში გაიხსნება 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეც უბანი. არჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 300 506.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ დაიბეჭდა 200 970 ბიულეტინი, ასევე მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის 200 970 ბიულეტინი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics