15:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 19:26:42, 1621 ნახვა

სამართალი
სუს-ში "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრის დაკითხვა დასრულდა

სუს-ში "თავისუფალი ზონის" წევრის ვაჟა მორგოშიას დაკითხვა დასრულდა. 

როგორც ვაჟა მორგოშიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე, რაზეც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, ვერ ისაუბრებს. 

"ჩვენების შესახებ ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელწრილი ჩამომართვეს და დეტალებს ვერ გეტყვით. მე ვარ დავით კირკიტაძის შტაბის წევრი და საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. შესაბამისად ვერ ვახერხებდი მოსვლას, ამის შესახებ ოთხ ოქტომბერს წერილი უნდა ჩამებარებინა სუს-ში, მაგრამ კანცლარიამ არ ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილს არასდროს შევხედრილვარ და არც უკრაინაში ვარ ნამყოფი, არანაირ დესტაბილიზაციას "თავისუფალი ზონა" არ გეგმავს", - განაცხადა მორგოშიამ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე რჩებიან "თავისუფალი ზონის" წევრი მარიამ ბაშარული და ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics