|
2016-10-06 14:11:36, 667 ნახვა
საზოგადოება
"არემჯი გოლდის" პროფკავშირების თავმჯდომარემ პროტესტის ნიშნად პროფკავშირები დატოვა
"არემჯი გოლდის" პროფკავშირების თავმჯდომარემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები დატოვა. ჯონი რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტს თამაზ დოლაბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინეტერსების გამტარებლად მიიჩნევს. "არემჯი გოლდის" პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კოამპანია „არემჯიში“ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პროფკავშირების რიგები. ჩემთვის მიუღებელია, ულტიმატუმის ენით საუბარი და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, რასაც ეწევიან პეტრიაშვილი და დოლაბერიძე. ისინი მათი ქმედებებით "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსებიან, რასაც ვემიჯნები. ვტოვებ პროფკავშირების რიგებს, რადგან მიმაჩნია, რომ პროფკავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია", - აცხადებს რთველაძე.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)