|
2016-10-05 15:03:28, 1385 ნახვა
ეკონომიკა
გაო ხუჩენი: ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს
„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია”, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, შეთანხმება გულისხმობს ჩინეთსა და საქართველოს შორის საქონლის უმრავლესობის საბაჟო გადასახადის განულებას, ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ბაზრის გახსნისკენ, სავაჭრო ნორმების დახვეწასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ჩინეთის კომერციის მინისტრის განცხადებით, „ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს. შეთანხმების შედეგად, საგრძნობლად გაღრმავდება ჩვენს შორის რეალური საქმიანი ურთიერთობები. ჩვენ ერთად ავაგებთ ჩინეთის მიერ ინიცირებულ აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს. მიაღწევს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება, რაც, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს რეგიონალურ განვითარებას“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)