|
2016-10-05 14:47:17, 762 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი გამართა
ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და "Funky House Band"-მა მიიღეს. „ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა“ - განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ. კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია "Basla Productions" გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)