02:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:29:48, 589 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მომხრე

„კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მომხრე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე  შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კი დაინახავს, რომ თანასწორობა გენდერული კვოტების გარეშე ვერ მიიღწევა, მაშინ ის კვოტების მომხრე იქნება.

„კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მიმხრე. თუ ვხედავ, რომ თანასწორობა კვოტების გარეშე ვერ მიიღწევა, მაშინ კვოტების მომხრე ვიქნები. ცუდია კვოტები, სირცხვილია კვოტები, მაგრამ ჩავხედოთ სისხლის სამართლის კოდექსს. სირცხვილი არ არის იქ რაც გვიწერია?! ბევრი რამეა არასწორი და ცუდი, მაგრამ კანონით რეგულირდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში აუცილებელია სამწუხაროდ საკანონმდებლო ჩარევა.  მე გარდა იმისა, რომ კვოტას ვეწინააღმდეგები, მომხრე ვარ თანასწორობის, კიდევ უფრო მომხრე ვარ თავისუფლების. ნებისმიერი კანონი, ეს არის თვისუფლების შეზღუდვის ახალი მექანიზმი, თუმცა ასევე კარგად ვიცით, რომ თუ რაღაცეები კანონით არ შევზღუდეთ, ჩვენი ნანატრი თავისუფლება ვერ მიიღწევა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics