00:57 - 01 Jul, 2026
|
2015-03-16 11:53:00, 489 ნახვა
პოლიტიკა
ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა
ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურა დროში გაჭიანურდა. ახლადარჩეული პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა. ცნობისთვის, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს, მოვალეობის შესრულებას ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი კი პირველი მარტიდან შეუდგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)