|
2016-09-29 15:39:01, 686 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოფენა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა თბილისში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში -„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის“ - მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მთავარ მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების მნიშვნელობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა წარმოადგენს. კონფერენცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სიტყვით მიმართეს. „მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურობის ზრდის, სასურსათო უსაფრთხოების უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების წინაპირობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებმა დარგობრივად წარმოადგინეს პრეზენტაციები, კვლევები და მოხსენებები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საკითხში და შედეგებზე იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სხვა მწარმოებლებთან ერთად, წარმოადგინა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები: ნექტარი, წვენი, დეალკოჰოლიზებული ღვინის სასმელები, მურაბა, კომპოტი, ლიმონათი და გაყინული/მშრალი ხილი. ღონისძიების მიზანს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე საწარმოების მხარდაჭერა წარმოადგენდა. სამდღიანი პლენარული სხდომების დამთავრების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზას ესტუმრებიან, სადაც საკოლექციო ვენახებს მოინახულებენ და უნიკალური ქართული ჯიშებისაგან დამზადებულ ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ. (NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)