|
2016-09-29 10:47:10, 698 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილეს, ტომას მორისს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს, ელიზაბეტ ლეონარდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ოფიცერს, შამენა გალის შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ, ტომას მორისმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები გადმოსცა საჩუქრად. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-ისა და USDA-ს წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები განთავსდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, სადაც ცენტრის თანამშრომლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის კვლევის განხორციელების საშუალება ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტიანი ინფორმაციის შეგროვებისა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელების მიმართულებით. (NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)