23:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:21:10, 1289 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მიესალმება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებული 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის“ შედეგებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია 7 პოზიციით და, საქართველო, 138 ქვეყანას შორის, 59-ე ადგილზეა, - პროგრესს ინდექსში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ყველაზე კომპლექსურად ასახავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2015-2016 წლების ანგარიშით საქართველო 66 ადგილზე იყო, ხოლო 2011-2012 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 88-ე ადგილს იკავებდა, შედეგი 29 პოზიციით გაუმჯობესდა.

კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ბევრ ქვეყანას, მათ შორის - რუმინეთს, უნგრეთს, ხორვატიას, უკრაინას, მოლდოვას და სხვებს.

„კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა, ეკონომიკური, სოციალური და ბიზნეს კომპონენტები, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, საქონლის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გაუმჯობესებულია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კრიტერიუმების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics