21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 13:42:54, 1460 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მდინარის ფსკერზე ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს. შესაძლოა, ნემცოვს ერთ–ერთი იარაღიდან ესროლეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით უკვე პრიორიტეტული ვერსიაც აქვს და ის უკრაინულ კვალს შეეხება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა მიზნად რუსეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ხიდზე 6 გასროლით მოკლეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics