06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 13:48:55, 1271 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ეჭვი არ მეპარება, რომ აუდიოჩანაწერები ფალსიფიცირებულია

ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია გადაიყვანოს სულ სხვა რელსებზე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიცრებული და სუს-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე მოპოვებული ჩანაწერების შეერთება”,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე ყურადღება პრობლემებიდან სხვა თემაზე  გადაიტანოს.

„ჩვენ ვიბრძვით როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, როგორ ვუშველოთ ეკონომიკას, როგორ გავზარდოთ პენსიები, „ქართული ოცნება“ ამაზე კი არ გვესაუბრება, არამედ გვისმენს და გვიდებს ფარულ ჩანაწერებს, იყენებს ამ საარჩევნო კამპანიას არასწორი ფორმით. ეს უკვე, თუ არ ვცდები, მეოთხე საქმეა, მაგრამ გამოძიების შედეგები არავის გაუგია, ეს არის მხოლოდ, ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ილაპარაკოს ჩანაწერებზე და არა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“,-  აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics