|
2016-09-28 10:03:55, 1451 ნახვა
საზოგადოება
IDFI: საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, 2010 წელთან შედარებით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს. უკვე ცნობილია, რომ 2016 წელს IDFI-მ 294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4,458 განცხადებაზე. არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა. დღეს, ორგანიზაცია ყველა იმ უწყებას დააჯილდოვებს, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდება, მათ შორისაა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს პარლამენტის აპარატი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, უკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჭიათურის საკრებულო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რაც შეეხება 2016 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებას, ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დასახელდა. მათივე განმარტებით, წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დასახელდა. საბოლოო ჯამში, 2016 წელს IDFI-ის მიერ მიღებული პასუხების რაოდენობამ 85% შეადგინა. IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ს მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილების მიუხედავად, 2010 წელთან შედარებით, დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)