|
2016-09-27 19:33:51, 1904 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ნაციონალისტები: ჩვენთვის საქართველოში ათასი რჯულის ხალხის ქართველზე წინ დაყენება მიუღებელია
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქართველი ნაციონალისტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. მათ დაკარგული ტერიტორიები გაიხსენეს და ნაციონალისტური სიმბოლიკები გამოფინეს. მემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები ნიღბებში, შავ და სამხედრო ფერებში იყვნენ გამოწყობილი და საკუთარი წესებით მოქმედებდნენ. აღსანიშნავია, რომ აქცია-მსვლელობის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მათ "ექსპრესნიუსთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. უფრო მეტიც, განაცხადეს, რომ "ექსპრესნიუსი" სოციალისტები ფაშისტებად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად ტაში დაგვიკრეს. ტაშთან ერთად, ქართველი ნაციონალისტები "ექსპრესნიუსის" სახელს სკანდირებდნენ. აქცია-მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დღეს საქართველოში ნაციონალისტური გამოღვიძება დაიწყო: "ნაციონალისტები ბევრს "ნაციონალები" ჰგონია. დღეს საქართველოში დაწყებულია ნაციონალისტური გამოღვიძება. ვერ გაუგიათ ვინ ვართ, ვინ დგას ამ ბიჭების უკან. ვერ წარმოუდგენიათ იდეოლოგიის გამო, ყოველგვარი ანგარების გარეშე გამოვიდეთ და საქმე გავაკეთოთ. იმიტომ გეშინიათ ჩვენი, რომ ერთი მხარე ფიქრობს ისე, მეორე მხარე ასე. ვერ გაუგიათ ვინ ვართ. ჩვენ ვართ გაჭირვებაში, სიბნელეში გაზრდილი "ბოვშები", რომლებიც დაიღალნენ.მიუღებელია ჩვენთვის საქართველოში ათასი რჯულის ხალხის ქართველზე წინ დაყენება. ამ ყველაფერს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვით. ყოველგვარი შიშის გარეშე",-განაცხადა აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ. ქართველი ნაციონალისტები მარშით ჩავლენ გმირთა მოედანზე და საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს პატივს მიაგებენ. ამის შემდეგ ისინი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ნაციონალისტურ სიმბოლიკას გამოფენენ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)