|
2016-09-23 15:21:24, 731 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს ხელმძღვანელობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნოსადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვისმზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არისსამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.თამარ ჟვანიამ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების დასადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.დელეგაციის წევრებმა ხმების დათვლის ცენტრიც დაათვალიერეს, საიდანაც ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისწევრებს არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათშორის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა საკითხებია დღის წესრიგში, იყო კითხვებისაკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც. ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს მიაწვდის.ვიმსჯელეთ არჩევნების დღისთვის აუცილებელ და საჭირო საკითხებზე - ეს გახლავთ ის, რომ თითოეულამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ყველაჩართული მხარე უნდა იყოს ამისთვის მზად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.
(NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)