|
2015-03-13 12:44:58, 484 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: დავით უსუფაშვილი პარლამენტის სხდომების ბოიკოტითაა დაკავებული
"დავით უსუფაშვილი იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში პარლამენტარიზმის გაძლიერებას სცდილობდეს, პარლამენტის სხდომების ბოიკოტითაა დაკავებული",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების და მათ შორის პარლამეტის თავმჯდომარის არ მისვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა. წიკლაურის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტარიზმის გაძლიერებას არ სცდილობს. "ეს სხდომა პრეზიდენტის მიერ მოწვეულია და ეხება ქვეყანაში ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს, რაც არის ეკონომიკური ვითარება, სავალუტო კრიზისი და ამ ვითარებიდან გამოსავალი. უმრავლესობა თავის პირდაპირ ფუნქციას არ ასრულებს. მთელ ამ ვითარებაში გასაოცარია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც იმის მაგივრად, რომ პარლამენტარიზმის გაძლიერებას სცდილობდეს, პარლამენტის სხდომების ბოიკოტით არის დაკავებული, ამ თვალსაზრისით, უსუფაშვილი უნიკალური მოვლენაა," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)