|
2016-09-22 10:46:44, 634 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ბერძენიშვილს დღეს დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, მერაბ ბერძენიშვილს დღეს, 22 სექტემბერს, მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალავენ. მოქანდაკეს 14.00 საათზე ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, მანამდე კი, 12.00 საათიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზამ“ ბერძენიშვილის ოჯახისა და საზოგადოების ნაწილის თხოვნა გაავრცელა - აღსრულდეს ცნობილი ხელოვანის უკანასკნელი სურვილი და მის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლი პირველადი განთავსების ადგილს, ვარდების მოედანს დაუბრუნდეს. ცნობილი მოქანდაკე, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობდა. მის ქმნილებებს შორისაა „მუზა“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, „კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულში, შოთა რუსთაველის მონუმენტი მოსკოვში, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძისა და დავით აღმაშენებლის მონუმენტები თბილისში. ასევე, ლაოსის მეფის მონუმენტი ქალაქ ლუანგ-პრაბანგში. 1975 წელს „გიორგი სააკაძისა“ და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის, მერაბ ბერძენიშვილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)