|
2016-09-21 15:33:40, 595 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ხელისუფლების მხრიდან მემორანდუმის ინიცირება სასაცილოა
ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი არის წინასაარჩევნო ტრიუკი და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მემორანდუმის ინიცირება სასაცილოა. "სამართალდამცავ ორგანოებს არაფერი უშლის ხელს, რომ რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ სამართალდარღვევის ფაქტებზე, რომელიც წინასაარჩევნო სივრცეში ხდება, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან მემორანდუმის ინიცირება არჩევნების პროცესისთვის სასაცილოა. ერთის მხრივ სამართალდამცავ ორგანოებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის და მეორეს მხრივ მემორანდუმს გვთავაზობენ ჩვენ. ამ მემორანდუმს არ აქვს არავითარი სამართლებრივი და იურიდიული ძალა, შესაბამისად არ ვფიქრობთ, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ", - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების დაცვის ნაცვლად, საქმე აკეთოს. "სამართალდამცავებმა ხელისუფლების ინტერესები კი არ დაიცვან, არამედ დაიცვან წესრიგი და რეაგირება მოახდინონ დარღვევებზე, ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)