|
2016-09-19 16:29:24, 682 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკს NASA-დან თრიშა მექი ესტუმრა
ტექნოლოგიურ პარკს NASA-ს წარმომადგენელი თრიშა მექი ეწვია. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, კულტურის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სან დიეგოს სახემწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში თრიშა მექიმ ქართულ მხარეს NASA-ს მუშაობის თანამედროვე ტენდენციები გააცნო აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიმართულებით. აღნიშნა კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა და აქტიურობა აღნიშნულ სფეროში. თრიშა მექი იყო ინსტრუქტორი და ასწავლიდა ასტრონავტთა 6 ეკიპაჟს კოსმოსში გადაადგილებას. ის ამავდროულად ასრულებდა ფრენის კონტროლიორის ფუნქციას მისიის კონტროლის ცენტრში (MCC).აღსანიშნავია თრიშა მექის წვლილი ღია კოსმოსის აქტივობების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაში. ის აგრეთვე მუშაობდა NASA-ს სათაო ოფისში ორიონის პროექტში და მოსკოვის ტექნიკური კომუნიკაციების ოფისში მმართველად. ,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალებისგან გავიზიაროთ გამოცდილება და დავამყაროთ მნიშვნელოვანი კავშირები, მივიღოთ რჩევები და განვახორციელოთ ის პრაქტიკურად. თრიშა მექისთან კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც კოსმოსში ხანგრძლივი ფრენასა და რადიაციის პრობლემურ თემებს შეეხო. შევთავაზეთ ქართველი მეცნიერების ინოვაცია, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციისაგან ეფექტურ დაცვას. NASA-ს გუნდი მზად არის ღია იყოს ყველა სიახლისთის და ითანამშრომლოს ქართველ მეცნიერებთან."- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს ინოვაციური საქმიანობის წარმოებაში, დაეხმარება მათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაიმკვიდრონ ადგილი მსოფლიო მეცნიერების დიდ სისტემაში. მნიშვნელოვანია სფეროში ახალგაზრდების ჩართულობა, რისი ტენდენციაც საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებასთან ერთად გაიზრდება. (NS)
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)