|
2016-09-19 16:15:24, 656 ნახვა
საზოგადოება
1 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა
ქალაქ ბათუმის იუსტიციის სახლში, 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრები დაესწრნენ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115 საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე 25 000 ლარია გათვალისწინებული. გარდა აღნიშნული პროგრამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. „სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის" რეკომენდაციით, ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცემათ სოციალურ სახლებში. 2013-2016 წწ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 211 ოჯახს: ამავე კომისიის რეკომენდაციით 2013-2016 წწ 1 679 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ფინანსური დახმარება - 2,863,704 ლარის ოდენობით - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/გადატანა/აღდგენისათვის არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში. (NS)
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)