04:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:25:13, 1247 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი მუსლიმთა პანსიონატის საქმეზე: პოლიცია ასეთი ინციდენტების მიმართ სენსიტიური არ იყო

„ფაქტია, რომ ასეთი ინციდენტების მიმართ პოლიცია სენსიტიური არ იყო“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა,  უკვე რამდენიმე ადამიანის მიმართ კონკრეტული პასუხისმგებლობა დადგა.

„რამდენადაც ვიცი რეამდენიმე ადამიანის მიმართ კონკრეტილი პასუხისმგებლობის შედეგი დადგა.  ეს არის საკითხი, რასაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვსწავლობთ და ვადევნებთ თვალყურს. ზოგადად, ასეთი ინციდენტების მიმართ პოლიცია სენსიტიური არ იყო და ეს ფაქტია. ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ბოლო წლებში მიმდინარე სხვადასხვა საქმეების გამოძიების თვალსაზრისით. სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება, როცა გამოძიება ბოლომდე არ არის მისული და არ არის დამდგარი კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი იყოს გამოძიებული და ადეკვატურად მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

ცნობისთვის, 

ცნობისთვის,ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუსლიმური პანსიონის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ  მუსლიმური პანსიონის მეზობლად მცხოვრები სამი პირი ჟუჟუნა რუხაძე, ანგელინა ყურშუბაძე და ზურაბ რუხაძე დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.

 მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ აღნიშნული პირები დაავალდებულა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ქმედებისგან, რაც ხელს შეუშლის მუსლიმთა პანსიონის მუშაობას.

ორი წლის წინ, ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის გახსნას ადგილობრივების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობამ პანსიონის შესასვლელ კარზე ღორის თავი გააკრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics