|
2016-09-19 10:47:14, 1238 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული და განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ადგილობრივი მუსლიმების სახელით შეტანილ სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავს. განსახილველ საქმეში, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე კერძო პირებმა უშუალოდ განახორციელეს დისკრიმინაციული მოპყრობა მოსარჩელეების მიმართ, რაც მათი მხრიდან რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებში გამოიხატება. კერძოდ, მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოსარჩელეებს არ აძლევს საკუთრების უფლებითა და მასთან კავშირში გადაადგილების თავისუფლებით, განათლების უფლებით, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ადგილობრივი ქრისტიანები პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლას შენობასთან დაწესებული მორიგეობის, გადაადგილების პროცესის კონტროლის, მუქარისა და იძულების გზით ახორციელებენ. საჯარო განცხადებებში, მათ შორის, სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებში მოპასუხე კერძო პირები ღიად იყენებდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ენას. შსს-თან მიმართებით კი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი ვალდებულებების არაეფექტურ და დისკრიმინაციულ შეუსრულებლობას. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, შსს ავლენს აბსოლუტურ უმოქმედობას მოპასუხე კერძო პირებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან მუსლიმი თემის დევნისა და მართლზომიერი მფლობელობით სარგებლობისთვის ხელშეშლის აღკვეთაში. აღსანიშნავია, რომ შსს ამ დრომდე არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას პანსიონის გახნისა და ფუნქციონირებისთვის და არც აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება აკმაყოფილებს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს. საქმეზე მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის განგრძობადი ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ,პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებას და საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტიან პრევენციასა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას",-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)