23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 18:39:56, 510 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ხუან მენდეზი ხელმძღვანელობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს თეა წულუკიანი ესაუბრა.

საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები იყო. დელეგაციის წევრები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხითაც დაინტერესდნენ.

შეხედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს დღეს − 12 მარტს, ეწვია. ხუან მენდეზმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  შეხვედრებია დაგეგმილი მთავარ პროკურატურაში; შინაგან საქმეთა  და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროებში; სახალხო დამცველის ოფისში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ძველ თბილისს დაათვალიერებენ და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics