|
2016-09-18 17:31:28, 680 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველოში არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობდნენ
ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები; უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, შეურაცხყოფების მიყენება, გათითოკაცოებული საქართველო,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის 65- ოლქის, მეორე ზონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის მიმართ იყოს უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა. „მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, იმ განვლილი გზისთვის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, დავიწყეთ 2011 წელს, მაშინ, როდესაც ყველა ერთად დავირაზმეთ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და მოვდივართ. ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი და მნიშვნელოვანი, წინა ხელისუფლება ჩავანაცვლეთ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. მისივე აზრით, საზოგადოების ერთიანობით, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც მოქალაქეებზე ძალადობდნენ. „გაძლევთ პირობას, რომ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია, თითოეული თქვენთაგანის თანადგომით, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ძალადობდნენ განსხვავებული აზრის გამო, ძალადობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ქვეყანაში დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი სტანდარტები. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მე მეამაყება ის, რომ დღეს თოთოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი. განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ქვეყანაში არ იდევნებიან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“,-დასძინა მან. (NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)