16:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 18:35:39, 794 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი წანასაარჩევნო პლაკატებს საცხოვრებელი სახლების ღობეებზე აკრავდა,რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა. ადგილობრივებმა ბადრი ბასიშვილისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ ,მათ საკუთრებაზე რაიმე სახის პოლიტიკური სააგიტაციო მასალა იყოს გაკრული. მომხდარზე მოკვლევას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ,რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არის მყარი და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში . „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია,რომ დღეს საქართველოში უზრუნველყოფილია თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics