12:59 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:45:19, 798 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი განხორციელებულ მუქარის ზარზე სამართალდამცავ სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ქართულ ოცნებას, მის აქტივისტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების ხელის შეშლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

„2016 წლის 13 ოქტომბერს უცნობმა პირმა მაცხოვრებელ ირინა ბუტიკაშვილს ანონიმურად დაურეკა, რომლის საცხოვრებელი ბინის აივანზეც ჩემი ბანერია გაკრული. განხორციელებულ ზარში საუბარი იყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე;  საცხოვრებელი ბინის დაზიანების მუქარასა და ა.შ. 


ამასთან, ამავე დღეს,  ქართული ოცნების აქტივისტებისა და დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩემი 200 - მდე წინასაარჩევნო კამპანიის პლაკატი განადგურდა.
მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მოახდინონ სწრაფი რეაგირება ამ ფაქტზე. დაშინებითა და მუქარით ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics