04:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:18:53, 842 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლევან გორგილაძესთან ერთად,   ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა შენობის გარე ფასადისა და გადახურვის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის შიდა ნაწილში გაგრძელდება.

მათივე ცნობით, აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა.

მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია.

შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად აწარმოებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics