10:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:22:15, 599 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოში სამართლიანი სასამართლოა

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოში სამართლიანი სასამართლოა, - ამის შესახებ "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მათი საარჩევნო ბლოკის - "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი საქართველოს" საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მოლოდინი არის სამართლიანი. დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოში სამართლიანი სასამართლოა და დარწმუნებული ვარ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები", - განაცხადა ტყემალაძემ.

ტყემალაძეს განცხადებით, ბლოკმა, აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს საკმარისი ინფორმაცია წარუდგინა.

ბლოკი საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენას და შესაბამისად, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების ბათილად ცნობას მოითხოვს. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics