|
2016-09-13 11:31:55, 1243 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება
გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის განცხადებით, ჩინეთთან 7 თვეში უპრეცედენტოდ მოკლე დროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოსი ყველაზე დიდი ბაზარი. „ეს არის 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას და უკვე რვა თვის მონაცემებით 3,15 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის ბევრი სხვა სასაქონლო დასახლების მიმართულებით. ეს არის დიდი მიღწევა და აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)