23:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 22:02:13, 1909 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების შედეგად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების შედეგად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, ამის შესახებ სააგენტო  „როიტერი“ იუწყება.

როგორც გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი, მხარეებს აქვთ უფლება მოახდინონ რეაგირება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ამისთვის გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა

„სირიის არმიამ შვიდდღიანი „სიმშვიდის რეჟიმის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. ამასთან, უფლებას იტოვებს, მოახდინოს რეაგირება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა“, - წერია განცხადებაში.

"როიტერის" ინფორმაციით, წყაროები ადასტურებენ, რომ ასადის ოპოზიციაში მყოფი დაჯგუფებების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარს უჭერენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics