23:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 20:15:45, 2220 ნახვა

მსოფლიო
დევიდ ქემერონმა დეპუტატის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერნმა განაცხადა, რომ პარლამენტში დეპუტატის თანამდებობასაც ტოვებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დევიდ ქემერონი საკანონმდებლო ორგანოში ოქსფორდშირის საგრაფოს უითნის ოლქიდან იყო არჩეული. 

აღსანიშნავია, რომ წარსულში ქემერონი აცხადებდა, რომ პარლამენტის წევრად მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩებოდა. 

დევიდ ქემერონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 24 ივნისს მას შემდეგ განაცხადა, რაც რეფერენდუმში ქევყნის ევრკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

ცნობისთვის, დევიდ ქემერონი პარლამენტის წევრი 2001 წლიდან იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics