04:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 16:06:16, 893 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო (ვიდეო)

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეა ფიდე-ს 87-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართა და იგი აზერბაიჯანის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა, აზად მაჰიმოვმა გახსნა. იგი მიესალმა ბაქოში 42-ე ჭადრაკის ჩემპიონატისთვის ჩამოსულ სტუმრებს.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობის შესახებ და მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა აღუთქვა ფიდეს წარმომადგენლებს.

ზურაბ პატარაძე დღესვე, ბაქოში მიმდინარე 42-ე მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადას დაესწრო და მონაწილეებთან სიმბოლურად რამდენიმე საჭადრაკო სვლაც შეასრულა. საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ზურაბ პატარაძე ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ბათუმის სტენდს ეწვია, სადაც ჭადრაკის ამ უდიდესი მოვლენის ბათუმში ჩატარების შესახებ ინფორმაცია-ანონსი უკვე განთავსებულია.

2018 წელს ჭადრაკის 44-ე მსოფლიო ოლიმპიადა ბათუმში ჩატარდება. ოლიმპიადა ფიდეს მიერ ორგანიზებული მთავარი გუნდური შეჯიბრია და ჭადრაკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს.

ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას პირველად უმასპინძლებს, თუმცა ქალაქს უმაღლესი დონის შეჯიბრებების მიღების ბრწყინვალე გამოცდილება აქვს: განვლილ წლებში ბათუმში გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალთა შორის, პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჭადრაკში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics