|
2016-09-09 20:05:55, 1622 ნახვა
სამართალი
გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს
3 მოსამართლეს გამბედაობას ვულოცავ, მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს, - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. გვარამიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი იყო. „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის, მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. სამ, მოსამართლეს გამბედაობას ვულოცავ, მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)