|
2016-09-09 17:31:31, 905 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არავის მივცემ უფლებას, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს
„მინდა, მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და მეთოდები, რომლებიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილამ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამომრჩევლების დამოკიდებულება პოლიტიკისა და არჩევნებისადმი შეიცვალა. „ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ყველანაირი კონფრონტაციისგან. მინდა, დავავალო შსს მინისტრს, გააკეთოს ყველაფერი, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)